Wednesday, May 14, 2014

მესხეთი, აღმოსავლეთ ჭანეთ-ლაზეთი, ბასიანი XIII-XIV საუკუნეთა მიჯნა


სამცხე-საათაბაგო — ფეოდალური სამთავრო სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში XIV საუკუნის I ნახევრიდან XVII საუკუნის 20-იან წლებამდე.წარმოიქმნა ადრინდელი სამცხის სამთავროს გაზრდისა და გაფართოების საფუძველზე. (სამცხის გამგებლებს ერისთავობასთან ერთად მინიჭებული ჰქონდათ სპასალარობაც). მონღოლებმა საქართველოს დაპყრობის შემდეგ აღნიშნული მხარე ერთ დუმანში მოაქციეს და ჯაყელთა გვარის ძველ ერისთავებს დაუმორჩილეს. 1266 სამცხის სამთავრომ სამეფო კარისაგან შეუვალობა მოიპოვა, იგი ყაენის სახასო მამულად ანუ "ხასინჯუდ" აღირიცხა — ულუსიანი გახდა. სამცხის სამთავრომ მოახერხა განვითარების მაღალი დონის შენარჩუნება და ტერიტორიის შემდგომი გაზრდაც. მისი სოციალურ-პოლიტიკური წყობა და საზოგადოებრივი ურთიერთობა ძირითადად საქართველოს ბარის სხვა მხარეთა მსგავსი იყო.თემურლენგის ურდოებმა ივანე ათაბაგის (1391-1444) დროს სამცხე-საათაბაგო რამდენიმეჯერ აიკლეს. შემდეგ თანდათან ივანემაც გამოამჟღავნა სეპარატული ტენდენციები. თურქების მხრივ საფრთხის მომიზეზებით მესხეთის ლაშქარი არ მიაშველა. მეფე ალექსანდრე I-ს, რომელიც 1415 დასავლეთ საქართველოში სალაშქროდ მიდიოდა. ურჩი ათაბაგი მეფემ დაატყვევა, მაგრამ შემდეგ ფიცი დაადებინა და შეიწყალა. სამთავროს გამოყოფისათვის ენერგიულად იბრძოდა ათაბაგი ყვარყვარე II (1451-1498).
"ვაჰანის ქვაბები"- აქ ჰყავდა გამოკეტილი
ყვარყვარეს გაერთიანებული საქართველოს
უკანასკნელი მეფე გიორგი VIII
მეფემ 1465 ურჩი ქვეშევრდომის დასჯა გადაწყვიტა, მაგრამ სამცხეში გიორგი VIII დამარცხდა და ტყვედ ჩავარდა. ასევე დამარცხდა 1483 არადეთს ყვარყვარე II-თან ბრძოლაში მეფე კონსტანტინე II. სეპარატისტ ათაბაგთა მიერ წამოწყებული ხანგრძლივი ბრძოლის შემდეგ. XV საუკუნის დასასრულს სამცხე-საათაბაგო დამოუკიდებელ ერთეულად ჩამოყალიბდა.ათაბაგ მზეჭაბუკ ყვარყვარეს ძემ (1500-1515) არ იკმარა პოლიტიკური სეპარატიზმი და ეროვნულ-კულტურულ ერთიანობის წინააღმდეგ დაიწყო ბრძოლა. მისი წყალობით მესხეთი თანდათან თურქთა ფოროპოსტად იქცა. 1510 სამცხის გზით თურქებმა იმერეთი დალაშქრეს. 1535 იმერეთის მეფე ბაგრატ III-მ ლუარსაბ I-თან შეთანხმებით ილაშქრა მესხეთში. ქვეყნის ერთიანობის მომხრე ძალების მხარდაჭერით ბაგრატმა ათაბაგი ყვარყვარე III სოფ. მურჯახეთთან (ახალქალაქის ახლოს) ბრძოლაში დაამარცხა, დაატყვევა და სამცხე-საათაბაგო გააუქმა. სამთავროს დიდი ნაწილი იმერეთის სამეფოს შეუერთა, ჯავახეთი ლუარსაბ I-ს დაუთმო. ამ დროს სამცხე-საათაბაგოს ფეოდალმა ოთარ შალიკაშვილმა ტახტის ახალგაზრდა პრეტენდენტი ქაიხოსრო ყვარყვარეს ძე სტამბოლში გააპარა. ოსმალებმა ისარგებლეს გართულებული მდგომარეობით და საათაბაგოს სამხრეთ პროვინციების დაპყრობას შეუდგნენ. აქეთკენ გამოემართა ირანის შაჰი თამაზიც 1543. სულთანმა სულეიმანმა სამცხე-საათაბაგოს დასაპყრობად 22 000 მეომარი გაგზავნა. ქართველებმა მტერი ქარაღაქთან დაამარცხეს. 1545 სულთანის დიდმა ლასქარმა სოფ. სოხოისთან (ბასიანში) დაამარცხა ქართველთა ჯარი და ქაიხოსრო II (1545-1573) ათაბაგი გახდა. ამის შემდეგ (1547) ქაიხოსრო II-მ ოსმალებს ზურგი შეაქცია. ირანში ჩავიდა და ლუარსაბ I-ის მიერ დაკავებული ჯავახეთის დაბრუნება ითხოვა. ამ საბაბით შაჰმა თამაზმა ჯავახეთში ილაშქრა. ლაშქრობებმა სამცხე-საათაბაგოს დიდი ზიანი მიაყენა (ერთ-ერთი ლაშქრობის დროს გაძარცვეს ვარძიის მდიდარი მონასტერი). საპასუხოდ 1549 საათაბაგოში ოსმალი დამპყრობლები შეიჭრნენ, ციხესიმაგრეები აიღეს და ქვეყანა აიკლეს. ათაბაგთა სპარსული ორიენტაცია იმით იყო გამოწვეული, რომ ირანი მაშინ მესხეთის ვასალობას მეხარკეობის საფუძველზე სჯერდებოდა, ოსმალეთი კი საათაბაგოს

შეერთებისათვის იბრძოდა.1555 ქ. ამასიაში დადებული ზავით საფუძველზე ირანმა და ოსმალეთმა სამცხე-საათაბაგო შუაზე გაიყვეს. მისი დასავლეთი ნაწილი — ტაო, შავშეთი, კლარჯეთი (ჭოროხის აუზი) ერგო ოსმალეთს, ხოლო აღმოსავლეთი ნაწილი — სამცხე-ჯავახეთი, არტაანი (მტკვრის აუზი) — ირანს. ზავის მიუხედავად, ოსმალეთი ვერ ურიგდებოდა საათაბაგოს აღმოსავლეთ ნაწილის დაკარგვას. 1578 დაიწყო ირან-ოსმალეთის მეორე ომი. საქართველოსკენ დაიძრა ოსმალთა სარდალი მუსტაფა ლალა-ფაშა. ჩილდირთან ბრძოლაში სპარსელები დამარცხდნენ.სამცხე-საათაბაგო თავისი ტერიტორიით საქართველოს ერთ მესამედ ნაწილს შეადგენდა. კულტურული თვალსაყრისით მას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. თემურ-ლენგის შემოსევების შემდეგაც კი კულტურულ-აღმშენებლობითი მუშაობა არ შეწყვეტილა.
                               ნინო ილაშვილი . მე-9 კლასი 
სამხრეთ საქართველომ გადაიტანა არაბების, თურქების, მონღოლების, სპარსელე-ბის, ბიზანტიელების და სხვათა მძიმე შემოსევები. საუკუნეების განმავლობაში სისხლისაგან დაცლილი ქვეყანა XVI საუკუნეში ოსმალეთმა დაიპყრო და ძლიერი ტრადიციების ქართულ მხარეში თურქული პოლიტიკურ-ეკონომიკური სისტემის შემოღებას შეუდგა. ეს იყო მეტად მძიმე და ძნელი პროცესი. არც ოსმალეთისათვის იყო იოლი მესხეთის მტკიცედ ჩამოყალიბებული სოციალ-პოლიტიკური და კულტურული ცხოვრების მოშლა, მისი საბოლოო დამორჩილება და გარდაქმნა. მესხეთის ხალხი დიდხანს იბრძოდა, თავს არ უდებდა დამპყრობლებს, მაგრამ უთანასწორო ბრძოლაში დამარცხდა და მშობლიური მიწიდან რომ სულ არ ამოვარდნილიყო, გამაჰმადიანდა. თუ მესხეთის პოლიტიკურად დამორჩილებას თურქებმა ერთსაუკუნოვანი ბრძოლა მოანდომეს, სარწმუნოებრივი თვალსაზრისით ეს ბრძოლა სამასი წელი გაგრძელდა (ლომსაძე, 1975, გვ., 284).

   ოსმალო ფაშები ქართველ დიდ მოხელეებს აიძულებდნენ დაეტოვებინათ ქრისტიანული რელიგია. უარეს შემთხვევაში ისინი ძველ თანამდებობებსა და პრივილეგიებს დაემშვიდობებოდნენ.წარჩინებულთა ერთი ნაწილი გამაჰმადიანდა და შეეგუა ადგილზე თურქული წესე-ბის დამყარებას. ვინც მაჰმადიანობა არ ისურვა, გამოიქცა საქართველოს სხვადასხვა
კუთხეში. ადგილზე დარჩა ქრისტიანი გლეხობა, რომელთაც ხარაჯისა და სხვა გადასახადების გადახდა უწევდათ.