ყვარყვარე II ათაბაგი



       სამცხის ათაბაგი 1451_1498 წწ.-ში, სპასალარი,                                                 ჯაყელ-ციხისჯვარელი.

ყვარყვარე, ერთი იმათგანი იყო, ვისაც “მეფობა სურდა მაგრამ როცა ეს სურვილი ვერ დაიკმაყოფილა,თავისი უაღრესად ძლიერი ხასიათით, დიდი გავლენებით და აქტიური პოლიტიკური საქმიანობით ნებსით თუ უნებლიეთ ხელიშეუწყო საქართველოს პოლიტიკური რღვევის პროცესს.
    ყვარყვარე ათაბაგმა ძალაუფლებისაკენ დაუცხრომელი სწრაფვა, ენერგიულობა და ყოველივე ამასთან შეზავებული პოლიტიკურიახლომხედველობა ჯერ კიდევ ათაბაგობამდე გამოამჟღავნა. 1447 წელს მან ათაბაგობა წაართვა საკუთარ ძმას, აღბუღას. აღბუღამ საშველად მეფე გიორგი VIIIს მიმართა. გიორგიმ ძალა გამოიყენა და აღბუღას ათაბაგობის პატივი დაუბრუნა, ხოლო ყვარყვარე თავისკარზე “ამყოფა”. ამიერიდან “იქმნა ყვარყვარე ქუეგამხედველი მეფისა”. აღბუღას გარდაცვალების შემდეგ ათაბაგად აღზევებულყვარყვარეს ასპარეზი მიეცა თავისი პოლიტიკური ზრახვების, სულიერი და ზნეობრივი ავლადიდების გამომჟღავნებისა. მისიგანზრახვით და წაქეზებით ერთიანი საქართველოს მეფეს გიორგი VIII-ს გურია-სამეგრელოიმერეთის ერისთავები გაუორგულდნენ.ბაგრატ ერისთავმა, რომელიც ალექსანდრე დიდის ძმისწული და მაშასადამე, გიორგი VIIIის ბიძაშვილი იყო, იმერეთში გამეფებამოიწადინა. მაშინ მეფე გიორგი იმერეთში გადავიდა ურჩი ფეოდალის გონზე მოსაყვანად და ყვარყვარესაც მოუწოდა “შთამოსვლასპითა”, მაგრამ ყვარყვარე ადგილიდან არ დაძრულა. ერისთავთაგან სამტროდ განწირული მეფე ჩიხორთან ბრძოლაში დამარცხდა,რის შემდეგ ბაგრატმა თავი იმერეთის მეფედ გამოაცხადა.
   1465 წელს, როცა ყვარყვარეს თავგასულობის აღსაკვეთად გიორგი მეფე სამცხისკენ დაიძრა, ფარავანზე დაბანაკდა. აქ ყვარყვარემღალატით შეიპყრო მეფე და დატყვევებული სამცხეში ჩაიყვანა. მაგრამ ყვარყვარემ, რომელსაც მეფობა სურდა, ბაგრატისაგან საჭიროთანადგომა ვერ ჰპოვა და ტყვედქმნილი მეფე სიძედ მოიკიდა _ ცოლად შერთო თავისი ასული თამარი.
  თავისი ხანგრძლივი ათაბაგობის მანძილზე ყვარყვარე სამცხეს სრულიად დამოუკიდებლად მართავდა. მაშინაც კი, როცა რომისპაპის თაოსნობით ანტიოსმალური კოალიციის შექმნაზე წარმოებდა მოლაპარაკებები, ქართველმა მეფე-მთავრებმა კავშირი ყვეს,ერთმანეთს შორის მშვიდობისა და თავდაუსხმელობის პირობა დადეს. ბურგუნდიის მთავარს გიორგი მეფე წერს, რომ ტრაპიზონისიმპერატორი, სამეგრელოაფხაზეთის მთავრები და სომხეთის ბატონი ”ჩვენ შემოგვპირდა ჯარის მოცემასო”, ყვარყვარეს შესახებ კიაცნობებს: “თვით მოდის 20 ათასი ცხენოსნითო”. ყვარყვარე კოალიციის დამოუკიდებელ წევრად ცნობდა თავს, რის ნიშნად გიორგიმეფის ელჩობისაგან დამოუკიდებლად, თავისი ელჩი, ფარსადანი, გააგზავნა რომის პაპთან და დასავლეთ ევროპის ქვეყნებისმეთაურებთან.
  ყვარყვარეს, როგორც საზღვრისპირა ქვეყნის მფლობელს, ოსმალების დამარცხება საათაბაგოს ძველი ტერიტორიებისდასაბრუნებლად და ახლის შესამატებლად უნდოდა.“დავიპყრობთ მთელ ანატოლიას და ყველა ქვეყანას, რომელიც ოსმალოს ამმხარეს უჭირავსო”,არწმუნებდა ბურგუნდიის მთავარს. კოალიციის ჩაშლას არ შეუშლია ხელი ყვარყვარესათვის, რომ 1479 წელს“ელალდის ზედა” 447 თათარი ამოეხოცა, 1491 წელს კი 30 ათასიანი მხედრობით არზრუმზე გაელაშქრა, ქალაქი გაეძარცვა და თავისმოხარკედ ექცია.
 ყვარყვარე კარგად ხედავდა ოსმალთა გამეზობლებით მოახლოებულ საშიშროებას და ევროპის ქვეყნებს ძალთა გაერთიანებისაკენმოუწოდებდა: “თუ ახლა ჩვენთან ერთად არაფერს იმოქმედებთ, შემდეგში, გულითაც რომ იმოქმედოთ, ვერაფერს გაარიგებთო”.ასე“ჭკვიანურად” არიგებდა სამცხის მთავარი ევროპელ მტავარს, მაშინ, როდესაც, საკუთარ ქვეყანაში შიდაფეოდალურიდაპირისპირების ოსტატად იქცა და ერთიანი საქართველოს სამეფო-სამთავროებად დაყოფის თავკაცი გახდა.
   თუმცა ყვარყვარე დამოუკიდებელი ხელისუფალი იყო, ფორმალურად ბაგრატის უზენაესოვბას მაინც სცნობდა. მაგრამ არაღიარებდა კონსტანტინე IIს, რასაც 1483 წლის არადეთის ომი ადასტურებს. ამ ომის შემდეგ საბოლოოდ გამოეყო იმერეთი ქართლს.კონსტანტინეს საზიანოდ 1484 წელს უკვე ხანშიშესულმა ყვარყვარემ იმდენი მოახერხა, რომ საკუთარი შვილიშვილი, გიორგი VIIIისადა თამარის ვაჟი, ახალგაზრდა ვახტანგი, დროებით ქართლის ტახტზეც კი აიყვანა.
სამცხის ათაბაგს იმდენად აბრმავებდა საკუთარი დამოუკიდებლობის სურვილი, რომ ეკლესიის გამოყოფაზეც დაიწყო ზრუნვა,სამცხის ეკლესიის მცხეთის საკათალიკოსო საყდრისაგან ჩამოშორებას ეცადა. მაწყვერელ ეპისკოპოსს მან სამცხის ეპისკოპოსთაუფროსობა მიანიჭა, რათაA მაწყვერელს უმცხეთოდ ეკურთხებინა ადგილობრივი მღვდელმთავრები და დიაკვნები; რათაადგილობრივ ეკლესიებში წირვა-ლოცვის დროს მეფე და კათალიკოსი არ მოეხსენებინათ. ამჯერად ეს ჩანაფიქრი ვერ განახორციელაყვარყვარემ.
     სამცხის სეპარატისტი ათაბაგები იმასაც ვერ ეგუებოდნენ, რომ საათაბაგოს საზღვრებში არსებული მონასტრების პატრონები საქართველოს მეფე და ქართლის კათალიკოს,პატრიარქი იყვნენ. სრული ხელმწიფების მოყვარულმა ათაბაგებმა დიდი როლიითამაშეს საქართველოს სამეფოსამთავროებად დაშლის საქმეში. ჯერ კიდევ 1415 წელს მეფე ალექსანდრე I_მა (დიდი) აღკვეთა ივანეათაბაგის სეპარატისტული ქმედება, მაგრამ ნახევარი საუკუნის შემდეგ “დიდმა” ყვარყვარემ შეძლო ათაბაგთა ტრადიციულიმისწრაფებების განხორციელება. მისი 50 წლიანი ათაბაგობის დროს სამცხე-საათაბაგო რეალურად დამოუკიდებელ პოლიტიკურერთეულად იქცა. მისი ზეობის შემდეგ ათაბაგობა საბოლოოდ დაუმკვიდრდა ჯაყელ_ციხისჯვარელთა საგვარეულოსდედაეკლესიიდან გამოყოფა კი ვერც მისმა მემკვიდრემ, მზეჭაბუკმა მოახერხა. ყვარყვარე II გარდაიცვალა 1498 წლის 1 ივლისს, კვირადღეს. როგორც ჩანს, ხანგრძლივმა მმართველობამ, საკუთარი სამფლობელოს გაზრდისათვის ზრუნვამ, შეუპოვარმა ხასიათმაშთამომავალთა შორის მას “დიდის” სახელი დაუმკვიდრა. ასეთი ეპითეტით სეპარატისტი მთავრის “შემკობა” ასეთივე“სეპარატისტული თვითშეგნების” გამარჯვებას მოასწავებს უკვე გვიანი შუასაუკუნეების საზოგადოებაში, რომლსაც უკვე აღარშეეძლო ოდესღაც ერთიანი და ძლიერი საქართველოს პოლიტიკური და მორალური ავტორიტეტის ზიდვა.
                                            მე-9 კლასის მოსწავლე : ომარ ჩადუნელი 

No comments:

Post a Comment